ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული შეფასება გააქტიურდა - როგორ უნდა მოიქცეთ თუ შეფასება არასწორია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით ექლექტრონულ ჟურნალში „სემესტრულ შეფასების“ ფუნქცია გააქტიურდა.
„გაცნობებთ, რომ ელექტრონულ ჟურნალში „სემესტრულ შეფასებაში“ გააქტიურდა ჩათვლის ფუნქცია. გთხოვთ, გადაამოწმოთ აღნიშულის სისიწორე.
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ საგანს - სემეტრული შეფასების კომპონენტი არ აქვს მითითებული სწორედ, მაგალითად: მითითებულია ჩათვლა და პირიქით (განმსაზღვრელი ან განმავითარებელი). ზოგადასაგანმანთლებლო დაწესებულების დირექტორმა უნდა გვაცნობოს აღნიშნულის შესახება ოფიციალურად (eFlow) მეშვეობით. (აირჩიეთ სასურველი კლასი,საგანი> სემესტრული შეფასება)“, - აღნიშნულია სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.