გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია ჩატარდა
16-02-2018
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია თემებზე „თანამედროვე ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები“ და „XXI საუკუნის ეკოლოგიური პრობლემები.“ ჩატარდა.

პედაგოგების - თამილა ირემაშვილის, ნანა შუბითიძისა და ლალი სოხაძის ხელმძღვანელობით X-XI კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩაატარეს მცირე ექსპერიმენტები.

კონფერენციის ბოლოს ხაზგასმით აღინიშნა, ასეთი აქტივობების მნიშვნელობა მოზარდებში მსჯელობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებისთვის. ასევე ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად, რაც ასე საჭიროა XXI საუკუნეში. 

საუკეთესო პრეზენტატორები სიგელებითა და მხატვრული ლიტერატურით დაჯილდოვდნენ. 

ხელმძღვანელები მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს ეკატერინა სუდაძესა და კოლეგებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203