განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების მიზნით, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ შემუშავებული განახლებული სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნა.
განახლებული სტანდარტები დეტალურად აღწერს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დიპლომირებული მედიკოსის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/643/sameditsino-ganatlebis-msoflio-federatsia-wfme