როგორ უნდა დაწეროთ ნიშანი არჩევითი საგნების შემაჯამებლებში - „ემისის“განმარტება
13-12-2021

პედაგოგები, რომლებიც არჩევით საგნებს ასწავლიან, გაურკვევლობაში არიან. მათ არ იციან, როგორ უნდა შეაფასონ მოსწავლე შემაჯამებელ ნაწილში, რადგან არჩევით საგნებში განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევით საგნებში განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება, პედაგოგებმა მოსწავლეებს შემაჯამებლებში ქულები უნდა დაუწერონ, სემესტრის ბოლოს კი ჩათვლით შეაფასონ.

„ჩანიშნულ შემაჯამებელში შეგიძლიათ დაუწეროთ შეფასება. სემესტრის ბოლოს მოსწავლისთვის ჩათვლის დაწერის საშუალება შეგეძლებათ“, - წერია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ სემესტრული შეფასების ჩათვლის ღილაკი უკვე გააქტიურებულია. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ საგანს სემეტრული შეფასების კომპონენტი სწორად არ აქვს მითითებული, მაგალითად: მითითებულია ჩათვლა და პირიქით (განმსაზღვრელი ან განმავითარებელი). ზოგადასაგანმანთლებლო დაწესებულების დირექტორმა აღნიშნულის შესახებ „ემისს“ ოფიციალურად, eFlow-ს მეშვეობით უნდა აცნობოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203