„ცხრა სიცოცხლე მისცა ჩხენკელმა პრაქტიკოსებს - რა თამაშს თამაშობთ, ბატონო მინისტრო?!“ - მასწავლებლები ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
09-12-2021

განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პრაქტიკოსი რომელსაც გამოცდაში ერთი კრედიტი მაინც ჰქონდა აღებული უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს და სკოლაში დარჩება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პედაგოგთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. პრაქტიკოსების სიხარულს ბევრი არ იზიარებს და მინისტრის გადაწყვეტილებას „სამარცხვინოს“ უწოდებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ:

- ცხრა სიცოცხლე მისცა ჩხენკელმა პრაქტიკოსებს რა თამაშს თამაშობთ ბატონო მინისტრო არც მწვადი გინდათ დაწვათ და არც შამფური;

- რამდენი შანსია საჭირო დააფიქსირონ მაინც, 10 წელი არ ყოფილა საკმარისი;

- ჰოდა, უფროსებს მიანიჭონ წამყვანის და წამყვანებს მენტორის სტატუსი. რას ზაფრავთ ამ მასწავლებლებს, თავისიც ეყოფათ, ყველა მაგათზე იწმენდს ხელ-ფეხს;

- ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, ასე არ უნდა დაეყო პედაგოგები, შანსი ყველას უნდა მისცემოდა განურჩევლად. დაგროვილი კრედიტქულები არაფერს ნიშნავს, რომ უუქმებენ პედაგოგებს, მართლაც რომ სულ მინიმალური დააკლდათ და თითო გამოცდა ყველას აქვს ჩაბარებული. თავიდან ეთქვათ, არაა საჭირო კრედიტქულებიო, და მხოლოდ გამოცდაზე იქნებოდა მოტივაცია. უსამართლობაა ეს ყველაფერი;

- აპელაციებით ზოგს 10 ქულა დაუმატეს და ზოგს არც ერთი. ესე იგი 10 ქულა რომ მოუმატეს გამსწორებლები თავიდან არ ყოფილან სპეციალისტები და ესე იგი ასე უსამართლოდ ჩაგრავენ პედაგოგებს.

- უკაცრავად, რას ნიშნავს კონკურსის წარმატებით გავლა? - კონკურსი, იგივე გამოცდა გავიარე 10 კრედიტზე და ახლა ვიღაც მიკერძოებული დირექტორის იმედად ვიყო, მე დამასაქმებს, თუ თავის 1 კრედიტიან ბიძაშვილს, რომელსაც უსამართლო სისტემის წყალობით უფროსი მასწავლებელი ჰქვია?! საერთოდ რა მიდგომა, ან რა რეგულაციაა ეს? რა აზრი აქვს გამოცდებს? სახელმწიფო ასე არაკომპეტენტურად და უპასუხისმგებლოდ უნდა იქცეოდეს?!

-მერამდენე კიდევ ერთი შანსია? თავხედობა რომ ჰყოფნით და „კიდევ ერთ შანსს“ ითხოვენ მაგათ ნაცვლად მე ვარ ძალიან უხერხულში. ბოდიში პირდაპირობისთვის, მაგრამ უსამართლობაა ამდენჯერ გამოცდა ვერ ჩააბარო და ისევ დარჩე და დაიკავო იმის ადგილი, ვინც საგანს კარგად ფლობს და აქვს ცოდნა აქვს.

- ძალიან მისასალმებელია, მაგრამ იმ პედაგოგებმა, რომლებმაც პირველ გასვლაზე ჩააბარეს ორივე გამოცდა, რატომ არ აძლევთ წამყვანის სტატუსს? - ეს უსამართლობაა.

იხილეთ:  განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203