განათლების სამინისტრომ პედაგოგთა კარიერული წინვლის სქემის ცვლილებები პრაქტიკოსებისთვის უფროსის სტატუსის მინიჭებით დააანონსა. რამდენად სწორია ან არა, აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს ცალკე საუბრის თემაა, ამჯერად კი იმ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურებას ეხება.ცვლილების მიხედვით, პრაქტიკოსების ნაწილს უფროსის სტატუსი მიენიჭება, ოღონდ ამისთვის გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფლიბდნენ, რის შესახებაც
Etaloni.ge უკვე
წერდა.
აქვე არის პრაქტიკოსების კატეგორია, რომლებსაც, მართალია, უფროსობა არ მიენიჭებათ, თუმცა სტატუსთან გათანაბრდებიან და შესაბამისი ანაზღაურებაც დაერიცხებათ.
სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით
არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.