გამოწვევად რჩება თვითშეფასების ნაწილი, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ პარლამენტში განათლების კომიტეტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ კარგი უნარი თვითშეფასების, სწორედ ამიტომ პედაგოგებს გაძლიერება სჭირდებათ:
„გამოწვევად რჩება თვიშეფასების ნაწილი; მასწავლებლებს თვითშეფასების კარგი უნარი არ აქვთ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, ვინ,მესკენ ხელი გავიშვირო - ჩვენ არაფერი გაგვიკიეთებია იმისთვის, სცოდნოდათ, როგორ გაეკეთებინათ თვითშეფასება; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მე შეიძლება საკუთარი თავი იდეალურად შევაფასო და ვთქვა - წლებია ვარ კარგი მასწავლებელი, ამიტომ არაფერში მჭირდება განვითარება, მაგრამ სხვამ რეალურად შემაფასოს. ამიტომ ამ ნაწილშიც სჭირდება მასწავლებლებს დახმარება, გაძლიერება“.