„ჩახუტება გულში“ - ვარდისუბნის სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები , დამრიგებელი, ელიზა კვინიკაძე უკვე რამოდენიმე თვეა ახორციელებენ eTwinning – პორტალზე პროექტს ,,We discover European traditions and customs“ რომლის ავტორი არის რუმინელი პედაგოგი - Camelia Guzu (Founder) და თანადამფუძნებელი სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე.
პროექტის თითოეული მონაწილე ქვეყანა აღვწერთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, გამოხვატავთ ღირსშესანიშნავი დღეების და დღესასწაულების, ქართული ტრადიციების პატივისცემას .მოხდება გამოცდილების გაზიარება, კვლევა და საკუთარი ტრადიციების და ჩვევების აღმოჩენა, ICT ცოდნის გამოყენება და უცხო ენების გამოყენება სკოლებთან თანამშრომლობის გზით.
პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე უკეთ გაეცნობა თავისი ქვეყნის ტრადიციებსა და ღირშესანიშნავ დღეებს, ასევე პროექტში მონაწილე ქვეყნების ტრადიციებსა და დღესასწაულებს.პროექტს ძალიან საინტერესო საქმიანობის და რეალიზაციის გზა აქვს, გაწერილია თვეების მიხედვით და ეტაპობრივად ვახორციელებთ ამ აქტივობებს. 14 თებერვალს განვახორციელეთ მორიგი აქტივობა ვალენტინობის დღისადმი სახელწოდებით ,,ჩახუტება გულში“, რომელიც მთელი თემისა და სკოლის ტერიტორიაზე განხორციელდა.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკოლში დაარიგეს ,,სიყვარულის ნიშნად“ წითელი ბარათები და ასევე წარმოადგინეს ,,სიყვარულის თემაზე“ საკუთარი ნამუშევრების, ნახატების გამოფენა . პროექტის გეგმა ითვალისწინებდა შერჩეულიყო რამოდენიმე ნახატი და მინიჭებოდა 1,2,3 ადგილი, მაგრამ გამოფენის დათვალიერების პროცესში , წარმოუდგენელი იყო გამორჩეულიყო რომელი კარგი და უკეთესი ნახატი იყო... ამიტომ შეფასების კომისიამ ყველა მონაწილე გამარჯვებულად დაასახელა და გადაეცემათ შესაბამისი სიგელი .
აქტივობის დასასრულს, 14 თებერვალი ვალენტინობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ჩახუტება გულში“ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მონაწილე და დამსწრე საზოგადოებისათვის.მადლობას ვუხდი სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ბახტურიძეს, დამრიგებელს ქალბატონ ელიზა კვინიკაძეს, სსსმ მასწავლებელს ქალბატონ მადონა კაპანაძეს და ადმინისტრაციას თანადგომისათვის.
ავტორი: ვარდისუბნის საჯარო სკოლა, ხათუნა ასანიძე
იხილეთ ფოტოები