საქართველოს სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ-სემინარი ჩატარდება - ვადები და დეტალები
10-12-2021
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 13 დეკემბერს, 14:30 საათზე იწვევს მასწავლებლებს ონლაინ სემინარზე - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“.
კურსი, რომელიც 3 თემატური ლექციისგან შედგება, საქართველოს სკოლების პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს, გამოცდილ ექსპერტებთან ერთად განიხილონ ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. ასევე, სემინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უჭერს მხარს აშშ-ს მთავრობა საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ლექცია ქართულ ენაზე ონლაინ პლატფორმის (Zoom) საშუალებით გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: