სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებსაც აწყვიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყენებენ
16-02-2018

აწყვიტის საჯარო სკოლა  უკვე  7  წელია აქტიურად იყენებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებს. (როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან,  მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში,თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის.) 

მოსწავლეები მათ ,,სამაგიდო წიგნებსაც“ უწოდებენ. X  კლასის მოსწავლეებმა ოთხივე წიგნი უკვე გაიარეს და შეაჯამეს. გაკეთდა თითოეული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. პრეზენტატორებმა სლაიდშოუს გამოყენებით ისაუბრეს თითოეული სახელმძღვანელოს დანიშნულებაზე. 

მოსწავლეების თქმით, აღნიშნულმა სახელმძღვანელოებმა მოსწავლეებს  დიდი ცოდნა შესძინეს და ის უნარ-ჩვევები გამოუმუშავეს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის მნიშვნელოვანია. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ უფრო აქტიურნი და გახსნილნი გახდნენ.  ეს სახელმძღვანელოები სკოლაში შემოსვლის დღიდან პოპულარული გახდა.

გაკვეთილი ჩაატარა აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ ივანიძემ, რომელიც არის სამოქალაქო განათლების  ფორუმის წევრი და აქტიურად არის ჩართული ფორუმის საქმიანობაში.

ავტორი: ჯ. ივანიძე

იხილეთ ფოტოები

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203