შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას იწყებს.
პირველი შეხვედრა 13 დეკემბერს 12:30 საათიდან 14:00 საათამდე გურიის რეგიონის დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისათვის გაიმართება.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება. ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან.
ღია კარის დღის დასრულების შემდეგ მომზადდება და განთავსდება ინფორმაცია ხშირად დასმული კითხვების შესახებ ცენტრის ვებგვერდზე:
www.naec.ge.