„პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა ყველაზე უკეთ იციან მოსწავლის საჭიროება...“ - ეკატერინე დგებუაძე
13-12-2021

სასკოლო სახელმძღვანელოები, ფორმითა და შინაარსით, დღემდე რჩება მასობრივი უკმაყოფილების საგნად. ექსპერტებიც განათლების დაბალი დონის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ამ ფაქტორს ასახელებენ. მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება განათლების კომიტეტის სხდომაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სწორედ ხარისხის გასაუმჯობესებლად, სახელმძღვანელოების გრიფირებაში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა:

„სასკოლო სახელმძღვანელოები მუდმივად არის განხილვის თემა; გრიფირების პროცესში მონაწილეობენ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლები... და ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ჩართულები იყვნენ, რადგან ყველაზე კარგად იციან მოსწავლის საჭიროება, ვთქვათ, ტექსტი, მოცულობა და შინაარსი როგორ უნდა იყოს ასახული... ასევე ჩართულები არიან  უშუალოდ კონკრეტული თემის მეცნიერები, ფსიქოლოგები, ფილოლოგები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რათა არ იყოს სხვადასხვა დისკრიმინაციული ტექსტები და რაც მნიშვნელოვანია, ყველა სახელმძღვანელო საჯაროდ დავდეთ ვებ-გვერდზე. საქართველოში ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში. ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ღირებული რეკომენდაციები გაითვალისწინეს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203