ტიბაანის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სპორტულ - გამაჯანსაღებელი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჯენიფერ ფრესკოთს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი. თებერვალში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები წარმოადგენენ პრეზენტაციას მრავალფეროვან თემებზე, რომლებიც მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, ინგლისური ენისა და სპორტის მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები