სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ყველამ ერთად, ძალიან ფრთხილად, წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე გავიარეთ ეს პერიოდი და ახლაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ ზამთრის არდადეგებამდე ყველანაირი დისტანციური გაკვეთილების გარეშე მივალთ.
თუმცა, მანამდე, 2 საეკლესიო დღესასწაულია - ბარბარობა - 17 დეკემბერს და ნიკოლოზობა 19 დეკემბერს. საინტერესოა, ისვენებს თუ არა სკოლები და ბაღები ამ დღეებში?
საქმე ის გახლავთ, რომ დასვენების დღეები ოფიცილაური ბრძანებით გაწერილია და ეს ორი დღესასწაული უქმე არ გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 და 19 დეკემბერს სწავლა ჩვეულ რეჟიმში წარიმართება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზობა კვირას ემთხვევა, მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლას 20 დეკემბრიდან დაუბრუნდებიან. იგივე წესი ვრცელდება საბავშო ბაღებზეც.