წაღვერის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა „პოეზიის 5 წუთი“ მოაწყვეს
16-02-2018
წაღვერის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა დამრიგებლის, თინათინ წკრიალაშვილის ორგანიზებით ,,პოეზიის 5  წუთი" მოაწყვეს. 

მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსები სიყვარულის თემას ეხმიანებოდა. ღონისძიების ფარგლებში შედგა კლასის კედლის გაზეთის ,,პალიტრას" ახალი ნომრის წარდგინება. აქტივობის მიზანი გახლდათ ლექსების პოპულარიზაცია და მათი წაკითხვის სურვილის გაღვივება.

მეათე კლასი მომავალშიც აპირებს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.

იხილეთ ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203