ვინ უნდა შეადგინოს დისტანციური გაკვეთილების ცხრილი - სკოლის ადმინისტრაციამ თუ მასწავლებელმა?
15-12-2021

ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეებს დასწრებულიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა შეუძლიათ (და პირიქით). მათ ეს უფლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მისცა. მოსწავლეებისგან განსხვავებით, პედაგოგებს არ აქვთ არჩევანის უფლება, თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, იაროს სკოლაში და გაკვეთილები ჩაატაროს როგორც კლასში, ასევე დისტანციურად.

ზოგიერთ სკოლაში პედაგოგებისთვის დისტანციური გაკვეთილების ცხრილს ადმინისტრაციის წევრები ადგენენ და არა თავად მასწავლებლები, რაც გაურკევლობას იწვევს. პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან ისინი თავისუფალ დროსაც კი ვერ გეგმავენ ისე, როგორც სურთ და დისტანციური გაკვეთილებისთვის დროს თავად ვერ არჩევენ.

თუ მასწავლებლების ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, აქვთ თუ არა უფლება, თავად განსაზღვრონ დისტანციური გაკვეთილების ჩატარების დრო - გეტყვით, რომ დიახ, ამის უფლება მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიანიჭა. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ცხრილს თავად შეადგენთ ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოთ. ადმინისტრაციისთვის ცხრილის გაგზავნა აუცილებელია, რათა სკოლა ფლობდეს ინფორმაციას, კვირაში რამდენ დისტანციურ გაკვეთილს ატარებს პედაგოგი და როდის ტარდება ეს გაკვეთილები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203