თელავის N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
19-02-2018
თელავის N1 საჯარო სკოლაში CTEL პროგრამის ფარგლებში, Vბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი. როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გაკვეთილმა დასახულ მიზანს მიაღწია:
„მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით შეესწავლათ და მოეხდინათ ცოდნის სინთეზი. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულები.“
ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობდნენ: ინგლისური ენის მასწავლებელი ირმა ჯავახიშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო ბეჟანიშვილი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ნინო მამულაშვილი.