განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი სისტემაში უფროსი პედაგოგის სტატუსით დარჩება. გადაწყვეტილება უწყებამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
სისტემაში არსებული 6000-მდე პრაქტიკოსის სტატუსი მქონე პედაგოგიდან, სამინისტროს გადაწყვეტილება 7000-მდე მასწავლებელს შეეხო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელთა პროფკავშირის დირექტორმა, მაია კობახიძემ გაავრცელა.
„განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიფერენცირებული მიდგომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შეეხო მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს და 700-მდე მასწავლებელს მიენიჭება უფროსის სტატუსი“.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბრძანება ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და ამ ეტაპზე უცნობია, როდის აესახებათ ამ მასწავლებლებს ამაღლებული სტატუსი.
იხილეთ:
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში