მასწავლებელმა საგნის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს - სამინისტროს განმარტება
14-12-2021
განათლებისა და სამინისტროს მშობლებისთვის განმარტავს არის თუ არა ერთადერთი რესურსი სასკოლო სახელმძღვანელო  და შეიცვლება თუ არა სახელმძღვანელოების როლი განათლების რეფორმის ფარგლებში. 
  • არის თუ არა სახელმძღვანელო მასწავლებლის ერთადერთი რესური
  • უნდა ხელმძღვანელობდეს თუ არა პედაგოგი მხოლოდ სახელმძღვანელოთი
  • რამდენად მისაღებია, თუ მასწავლებელი სახელმძღვანელოს პარაგრაფ-პარაგრაფ არ მიჰყვება თუ ბოლომდე არ დაასრულებს
  • შეიცვალა თუ არა სახელმძღვანელოზე დატვირთვა რეფორმის ფარგლებში
სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი. მასწავლებლისთვის ორიენტირია ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრული მიზნები/შედეგები/სამიზნე ცნებები და უნდა იხელმძღვანელოს შეფასების ინდიკატორებით, ამა თუ იმ თემის ფარგლებში კი შეუძლია თავად შეარჩიოს საკითხები, აქტივობები. მისივე გადასაწყვეტია, რამდენად გამოიყენებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს თავისი მიზნებიდან გამომდინარე: გაყვება პარაგრაფ-პარაგრაფ, თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაეყრდნობა. მას შეუძლია ნებისმიერი დამატებითი რესურსი შეიტანოს სასწავლო პროცესში. სკოლას არ აქვს უფლება, მშობელი დაავალდებულოს რაიმე დამატებითი რესურსის შეძენაში.

რა არის საგნის სტანდარტი და რატომ უნდა იხელძღვანელოს მაწავლებელმა არა იმით, რა წერია სახელმძღვანელოში, არამედ საგნის სტანდარტით.

ვინ და როდის უნდა აცნობოს მშობლებს საგნის სტანდარტის არსებობის შესახებ. რაში დაეხმარება ამის ცოდნა მშობელს

ზემოთ ნაწილობრივ უკვე გაეცა პასუხი. სტანდარტი შეიძლება მშობელს გააცნოს მისი შვილის საგნის მასწავლებელმა, ან დამრიგებელმა, ასევე კარგი იქნება, თუკი საგნის მასწავლებელი წინასწარ გააცნობს, თუ რა კომპლექსური/შემაჯამებელი დავალებები მიეცემა მას, აუხსნის, თუ რა მიზნებზე და კომპეტენციებზე გაიყვანს ეს აქტივობები მოსწავლეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203