მშობლიურ ლემშვენიერას საჯარო სკოლას, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ესტუმრა
19-02-2018
მშობლიურ ლემშვენიერას საჯარო სკოლას, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ესტუმრა. 

რეჟისორი საკუთარ სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა და საინტერესო ღონისძიება გაიმართა. გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დინოლა“ ჩვენება, რის შემდეგაც მარიამმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, გაუზიარა შთაბეჭდილებები და ემოციები. 

საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების 10-მდე პრიზის მფლობელი რეჟისორი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „დედეს“ პრემიერისთვის ემზადება. ფილმში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა მარიამმა სწორედ ლემშვენიერას სკოლის კურსდამთავრებულებიდან აარჩია. 

ლემშვენიერას საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს თითოეულ მის კურსდამთავრებულს და მარიამს სარეჟისორო ასპარეზზე.

იხილეთ ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203