ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
15-12-2021
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის მეორე პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 15 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვნენ. 

„ეტალონის“ 2021 წლის მეორე პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასეთია: 



პირველი ადგილი დაიკავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბურდულმა. მან 76 ქულა დააგროვა და ამისთვის 5 წუთი და 53 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 72 ქულით საჩხერის მუნიციპალიტეტის პაოლო იაშვილის სახელობის არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე შორენა კიპაროიძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 7 წუთსა და 18 წამში დააგროვა. 69 ქულა 4 წუთსა და 49 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვაშილავა. 

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 43 მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის 5 რაიონის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. არსებული სიტუაციისა და კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2021 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი კვლავ დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა. 


 ასევე იხილეთ:

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203