სკოლის მოსწავლეთა შორის ნივთიერებების ავადმოხმარების შემთხვევათა შემცირებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამის განხორციელებას საქართველოს 11 საპილოტე საჯარო სკოლაში აქტიურად აგრძელებს.
სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის მისაწოდებელი ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამის და მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილი ტრენინგ-მოდულების მეშვეობით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ტრენერებმა საპილოტე სკოლების პედაგოგები გადაამზადეს.
„ტრენინგების მიზანია ნივთიერებათა ავადმოხმარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ცოდნა და მათი მინიმუმამდე დაყვანა, პრევენცია და მოზარდებში დამცავი ფაქტორების გაძლიერება“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.