ზოგადი განათლების კანონში ცვლილება შევიდა - პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო
16-12-2021

„მასწავლებლობის მაძიებლის“ განმარტება იცვლება - საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს.

ინიციატივის ავტორი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეა. მისი თქმით, მასწავლებლებად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და ცვლილებას 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.​

იხილეთ:მასწავლებლის მაძიებელ პირთა ჩამონათვალი იზრდება -  რა წერია კანონპროექტში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203