საახალწლო პრემია თუ მე-13 ხელფასი - სამინისტრო მასწავლებლების დანამატზე განმარტებას აკეთებს
16-12-2021

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, პედაგოგებისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდია - ნიშნების წერა, შეჯამება და კიდევ უამრავი ბიუროკრატიული დეტალის მოწესრიგება უწევთ, თუმცა როგორც ყველა, სკოლაში დასაქმებულებიც ერთგვარ წახალისებას ელოდებიან დღესასწაულის წინ.

მიიღებენ თუ არა პედაგოგები საახალწლო პრემიას ან მე-13 ხელფასს? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ დირექტორის გადასაწყვეტია და დეტალების გასარკვევად, მასწავლებლებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. საჯარო სკოლას ავტონომიურობიდან გამომდინარე, ბიუჯეტს დირექტორი განსაზღვრავს აქვს და სწორედ მასზეა დამოკიდებული, პედაგოგები მიიღებენ თუ არა პრემიას ან რამდენი პედაგოგი წახალისდება საახალწლოდ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203