მათემატიკური კონკურსის ფინალურ შეჯიბრებაში ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა
17-02-2018
მათემატიკური კონკურსის „პრანგლიმინე“ ფინალურ შეჯიბრებაში ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. ნინო გიორგაძემ გამარჯვება პრესტიჟულ კონკურში უკვე მეორედ მოიპოვა.

მათემატიკური კონკურსი „პრანგლიმინე“ ესტონეთის მიერ 16 წელია ხორციელდება. ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიას, უკრაინასა და საქართველოს შორის იმართება. მასში საქართველომ წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა. 
 
„პრანგლიმინე“ არის ონლაინ შეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც „მიკსიკეს“ საგანმანათლებლო პლატფორმაზე ტარდება. არ არის რთული და მისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის. შეჯიბრებაში მონაწილეობენ მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლებიც, რაც შეჯიბრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.  

„პრანგლიმინე 2018“–ის ფინალური შეჯიბრება ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისში 3 თებერვალს გაიმართა, სადაც პირველობა ვალის სკოლის მოსწავლემ, ნინო გიორგაძემ მოიპოვა და ახლა გამარჯვებული  28 აპრილს „პრანგლიმინე 2018“–ის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, უკრაინაში გაემგზავრება.  
 
იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203