მასწავლებლებს დამატებითი თანხა აღარ ეკუთვნით - რა შემთხვევაში ვეღარ მიიღებთ ანაზღაურებას დისტანციურ გაკვეთილებში?
18-12-2021

2021-2022 სასწავლო წელს სკოლებში სწავლება სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს. მოსწავლეებს ონლაინ სწავლების არჩევის საშუალება აქვთ. დისტანციური გაკვეთილების ცხრილს სკოლის ადმინისტრაცია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ცალკე ტვირთავს, აქვე უნდა ჩანდეს ძირითადი საგაკვეთილო ცხრილიც.

დისტანციური სწავლების ფარგლებში, ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებლები, საათობრივ ანაზღაურებასთან და სტატუსის დანამატთან ერთად, დამატებით თანხას იღებენ. დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 ლარია. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული დანამატი არ გულისხმობს ძირითადი საათების გაზრდას და შესაბამისად, ძირითადი ხელფასის და სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე გავლენას არ ახდენს.

რა იცვლება, როდესაც ჯერ კლასის ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს უტარდება ონლაინ გაკვეთილი, შემდეგ კი კლასი სრულად გადავა დისტანციურ სწავლებაზე?

როგორც აღვნიშნეთ, საჯარო სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ტვირთავს ძირითად საგაკვეთილო ცხრილს და დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილს, თუ სკოლის რომელიმე კლასის მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, სკოლა ვალდებულია სისტემაში ასახულ სასკოლო საათობრივ ბადეში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, რა დროსაც მასწავლებლის ანაზღაურება გაიცემა ძირითადი საათობრივი ბადის შესაბამისად, პროგრამული დანამატის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ცალკეული მოსწავლის შემთხვევაში მასწავლებელი თითო დისტანციურ გაკვეთილში 7 ლარს იღებდა, კლასის ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ პედაგოგი აღნიშნულ თანხას აღარ მიიღებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203