განათლებაში ხელფასი ყველაზე დაბალია - ოფიციალური მონაცემები
17-12-2021
განათლების სფეროში არსებული ანაზღაურება წლებია უცვლელად ბოლო ადგილს იკავებს და ყველა სხვა სექტორთან შედარებით დაბალია. მიუხედავად იმისა, ყოველწლიურად გვესმის განცხადებები, რომ ხელფასი იზრდება, ფაქტია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილ ყოველ ანაგარიშში განათლების სფეროს ანაზღაურება ყველაზე დაბალია. 

2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა. 

უშუალოდ განათლების სფეროს რაც შეეხება, 2020 წლის იგივე პერიოდთან შედარებით საშუალო თვიური ანაზღაურება მცირდედით არის გაზრდილი და 800 ლარს მცირედით აღემატება. 

შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.4 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 (გაიზარდა 2.0 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი (გაიზარდა 4.9 პროცენტით);

მშენებლობა – 2 003.1 ლარი (გაიზარდა 6.8 პროცენტით)
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203