კორონავირუსი მასწავლებლების 0,5 და მოსწავლეების 0,2 პროცენტს დაუდასტურდა - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
19-12-2021

ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე 81 სკოლა, 379 ცალკეული  კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო  მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის  პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203