„სუფთა და დაბინძურებული გარემო“ - თბილისის სკოლა-ლიცეუმის „ცოდნა“ მესამეკლასელებმა კედლის გაზეთი დაამზადეს
„სუფთა და დაბინძურებული გარემო“ - თბილისის სკოლა-ლიცეუმის „ცოდნა“ მესამეკლასელებმა კედლის გაზეთი დაამზადეს. კედლის გაზეთი ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში დამზადდა, პედაგოგ თეკლა ბეგიაშვილის ინიციატივით.
კედლის გაზეთზე დასუფთავებულ და დაბინძურებულ გარემოზე მოსწავლეების ნახატები განთავსდა. მოზარდებმა საკუთარი ხელით დამზადებული ფლაერებიც გაავრცელეს, რომელიც ყველა ადამიანს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ბუნებას, არ დაყარონ ნაგავი და დაიცვან ჯანსაღი გარემო.
იხილეთ ფოტოები