უფრო მეტი პროფესორ-მასწავლებელია აცრილი, ვიდრე სტუდენტი - გამყრელიძე მონაცემებს ასაჯაროებს
20-12-2021
სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი კვლავ დაბალია, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, უფრო მაღალია პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი, ვიდრე სტუდენტების. 

„უნივერისტეტების პროფესორ-მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სტუდენტები. ბევრ უნივერსიტეტშიუ 80%-ს სცილდება მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი, სტუდენტებში კი საშუალოდ გვაქვს 50%. თუმცა გაზრდილია, იყო 28% და ასულია 45-დან 50%-მდე. თუმცა არის უმაღლესები, სადაც სტუდენტთა აცრის მაჩვენებელი 80%-ს არის აცილებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203