„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია საჩხერეში გაიმართა
20-12-2021

სწავლას მოწყურებული ყველა პატარისთვის, რომელიც მომავალი წლის სექტემბრიდან სკოლაში მისასვლელად უკვე ემზადება, ალბათ ყველაზე დიდი საჩუქარი ისეთი სახელმძღვანელო იქნება, რომელიც მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის და დაეხმარება ამაყად შეაბიჯოს ცოდნის ტაძარში.

სწორედ ამ მიზნით გამოიცა წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და რომელიც თავისი ფორმითა თუ შინაარსით, უნიკალურია.

„პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე მოიპოვა პატარა მკითხველების სიყვარული, უფროსებიც კი დიდი ინტერესით ეცნობიან წიგნი+რვეულის ჯადოსნურ სამყაროს და რაც მთავარია, ნელ-ნელა მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასასკოლო პერიოდი ბავშვებისთვის უფრო სახალისო, უფრო საინტერესო და ბევრად შემეცნებითი ხდება.

განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“  უკვე მთელი საქართველო მოიცვა; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ზედმიწევნით ხვდებიან მის მნიშვნელობასა თუ დანიშნულებას მომავალი პირველკლასელების ცხოვრებაში და მაქსიმალურად უჭერენ მხარს იდეას - ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ ბავშვს სახლში „პირველკლასელთა აკადემია“ ჰქონდეს.

ამჯერად, წიგნის ავტორი და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი, საჩხერეს ესტუმრა და „პირველკლასელთა აკადემია“ გააცნო. შეხვედრა პრეზენტაციას საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, საჩხერის საგანმანათლებლო რესურაცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი, საბავშვო ბაღებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს გახლდათ საქმიან-მეგობრული შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან - ადამიანებთან, ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა და იცის, რომ წარმატებული სახელმწიფოს გზა სწორედ ახალგაზრდების განათლებაზე გადის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203