განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებისთვის განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული შეფასების გამოთვლასთან დაკაშირებით შექმნილი ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება.
„სემესტრული შეფასების დათვლაზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და აღნიშნული ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება. (თუ მოსწავლეზე არ ფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება ან სხვა)
ასევე, თუ eSchool-ის ბაზაში კლასებზე სწორად არის გადანაწილებული მოსწავლეთა სიები, თუმცა ახლა არ ჩანს სწორად, ამ საკითხზეც ვმუშაობთ და როგორც კი გასწორდება აუცილებლად შეგატყობინებთ!“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.