ზამთრის არდადეგები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 30 დეკემბრიდან იწყება და 17 იანვრამდე გრძელდება - ასე რომ, გამოდის, მოსწავლეები ორ კვირაზე მეტ ხანს დაისვენებენ; იგივე წესი ვრცელდება მასწავლებლებზეც, თუმცა ოფიციალური უქმეები მხოლოდ 1-2 იანვარია და ისიც შაბათ-კვირას ემთხვევა. აქედან გამომდინარე, 3 იანვარი უკვე ოფიციალური სამუშაო დღეა. საინტერესო კი ისაა, მოუწევთ თუ არა პედაგოგებს სკოლაში სიარული ზამთრის არდადეგების პერიოდში?
ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, რათა პედაგოგებისთვის მკაფიო განმარტება გაეკეთებინათ.
როგორც გვიპასუხეს, მიუხედავად იმისა, არდადეგები 18 დღეს გაგრძელდება, მასწავლებლები ივლიან თუ არა სკოლაში ან რამდენი დღე მოუწევთ სამსახურში გამოცხადება, ამას დირექცია გადაწყვეტს.