კომპლექსური დავალება ნიშნით არ შეფასდეს - განათლების სამინისტრო პოზიციას აჟღერებს
22-12-2021
უნდა აფასებდეს თუ არა მასწავლებელი კომპლექსურ დავალებას ქულით,- აღნიშნულ საკითხზე განათლების სამინისტრო საკუთარ პოზიციას ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებმა მიიღეს რეკომენდაცია - კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა, რეფორმის მიმდინარე ეტაპზე ეს არ არის სასურველი.

საქმე ისაა, რომ კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი სიახლეა საგანმანათლებლო სისტემისთვის. ამ ეტაპზე სასკოლო საზოგადოების წევრები მხოლოდ ეჩვევიან ამ ტიპის პრაქტიკას. გამომდინარე აქედან, ხშირია გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ კომპლექსური დავალების რა ელემენტებს უნდა მიექცეს ყურადღება შეფასების პროცესში.

ნიშნით უნდა შეფასდეს არა კომპლექსური დავალება (როგორც პროდუქტი), არამედ იმ საკითხის ცოდნა, რომელსაც კომპლექსური დავალება შეეხება.

ნებისმიერი კომპლექსური დავალება ეძღვნება ერთ ძირითად საკითხს. ნიშნის დაწერისას შეფასების საგანია სამი ასპექტი:

1. რამდენად აქვს მოსწავლეს ფაქტობრივი ცოდნა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით;
2. რამდენად აკეთებს საჭირო განზოგადოებებს;
3. რამდენად უკავშირებს საგნობრივ საკითხს რეალურ ცხოვრებას.
კომპლექსური დავალება, უბრალოდ, პედაგოგიკური ინსტურმენტია, რომელიც ამ კომპონენტების ურთიერთდაკავშირებულად დანახვას შესაძლობას აძლევს მასწავლებელს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203