მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით, ციხისძირის სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი ზღვის სანაპიროზე ჩაუტარდათ
მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით, ციხისძირის საჯარო სკოლის მე-10 კლასს ზღვის სანაპიროზე სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ჩაუტარდა.
ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილის თემა გარემოს დანაგვიანება და შავი ზღვის ეკოსისტემის წინაშე მდგარი ის რისკები და საფრთხეები იყო, რომლებსაც მოქალაქეები თავად უნდა ებრძოლონ. გაკვეთილის ხელმძღვანელი პედაგოგი, ნ. კოჩალიძე იყო.
იხილეთ ფოტოები