მასწავლებლებისთვის ახალი საგნობრივი გზამკვლევები მომზადდა
22-12-2021
განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის საგნობრივი გზამკვლევები მოამზადა. გზამკვლევი განკუთვნილია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის და დაეხმარება მასწავლებლებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში.
„აქცენტი კეთდება ოთხ ძირითად საკითხზე: რა მიზნით ვასწავლით ამა თუ იმ საგანს (სწავლა-სწავლების მიზნები)? რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით (საკითხები, სასწავლო რესურსები)? სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ (როგორ ვასწავლით)? როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს (შეფასება)? დოკუმენტი მომზადდა 2019-2021 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების პილოტირების პროცესში მასწავლებლების ჩართულობით“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.