საქართველოს რეგიონების სკოლებს, უამინდობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ
22-12-2021

საქართველოში უამინდობის გამო რაიონების უმრავლესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, შესაბამისად სასწავლო პროცესის უწყვეტობას პრობლემა შეექმნა.

„ერთი მეტრი თოვლია ჩვენთან, დამტვრეულია ანძები და ყველაფერი“, - აცხადებენ შუახევში.

Etaloni.ge-ს ინფორმაციით იგივე პრობლემებია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ოზურგეთის, ქობულეთის, ხულოს, ხელვაჩაურის, ხონის მუნიციპალიტეტების სკოლებში.

შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში დიდთოვლობისა და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, საკითხის გასარკვევად Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება სკოლამ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით უნდა მიიღოს.

„თუ უამინდობის გამო სკოლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ საგანამანათლებლო რესურსცენტრს და ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, სწავლის შეწყვეტასთან ან გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203