თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებები ტარდება. პატარა აღსაზრდელები შობა-ახალი წლის თემატიკაზე სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ, ასრულებენ მუსიკალურ და მცირე ქორეოგრაფიულ ნომრებს.
კოვიდ-19 პანდემიის რისკების გათვალისწინებით, აქტივობები დახურულია მშობლებისათვის, რადგანაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.