რომელი ქვეყნები აღნიშნავენ ახალ წელს პირველად და ბოლოს
31-12-2021

ახალი წელი საერთო დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ახლა, როდესაც 2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა, საახალწლო განწყობა კიდევ უფრო მაღლდება. ახალ წელს ხომ ახალი იმედები და გამოწვევები მოაქვს. ამასთანავე იმის მოლოდინიც, რომ პანდემია 2022 წელს მაინც დასრულდება.

დედამიწაზე ახალი წლის დადგომას ყველა ქვეყანა ერთდროულად არ აღნიშნავს. პირველად ახალი წელი ოკეანეთში - ტონგაში, სამოასა და კირიბატში დგება.

შემდეგ უკვე საზეიმო განწყობა, მთელ პლანეტას მოიცავს.

მთელ მსოფლიოში მოგზაურობის შემდეგ, ახალი წელი საბოლოოდ, წყნარ ოკეანეში მდებარე ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე სრულდება. ეს კუნძულები დაუსახლებელია.





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203