შუხუთის საჯარო სკოლის მეათე კლასში პედაგოგმა ნიკოლოზ კაცაძემ გეოგრაფიაში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა მოსახლეობის რასობრივი შემადგენლობა იყო და მისი მიზანი ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამებოდა.
ნიკოლოზ კაცაძემ გაკვეთილის მიმდინარეობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმა, სადაც აქტივობები იყო მრავალფეროვანი, მათ შორის ლოგიკური და თანამიმდევრული კავშირის დაცვით.
მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული. ჯგუფურ მუშაობაში გათვალისწინებული იყო მათი ინდივიდუალური თავისებურებები, ხოლო რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელმა გამოიყენა შეფასების ორივე სახეობა, განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
შეფასების ჯგუფის წევრებმა ჩატარებული გაკვეთილის შესახებ, კმაყოფილება გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები