სტატუსის ამაღლება სავალდებულო არ არის - მასწავლებლის სახლის დამატებითი განმარტება
25-12-2021
უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა 2022 წლის ზაფხულში ჩატარდება აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრაქტიკოსებისგან განსხვავებით სკოლაში დასარჩენად ამ გამოცდების ჩაბარება და სტატუსის ამაღლება მასწავლებლებისთვის სავალდებულო სულაც არ არის. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, სტატუსის ამაღლება პედაგოგის სურვილზეა დამოკიდებული.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის ინფორმაციაში. 

იხილეთ: სხვადასხვა სტატუსის პედაგოგები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ - საგამოცდო პროგრამა ცნობილია

უფროსი და წამყვანი მასწავლებლების გამოცდები ზაფხულში ჩატარდება - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203