სპეცმასწავლებლები წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე ვერ გავლენ
24-12-2021
განათლების სამინისტრომ წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოველბლად გამოცდები უკვე დაანონსა.რაც იმას ნიშნავს, რომ წინსვლის საშუალება უკვე უფროსს და წამყვან პედაგაგოგებსაც მიეცათ, რაც მისასალმებელია, თუმცა სტატუსის ამაღლების საშუალება ყველა მასწავლებელს არ ეძლევა.
უწყების მიერ დაანონსებულ გამოცდაზე გასვლის უფლება არ აქვთ სპეცმასწავლებლებს. რომლებიც რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდგომ წელს აღიარეს მასწავლებლად და ჩაერთნენ პროფესიული განვითარების სქემაში. 2021 წელს პირველად ჩატარდა მათთვის სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა, რომლის შედეგადაც უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსი 908 პედაგოგმა მოიპოვა. თუმცა, როგორც ჩანს პროფესიული წინსვლისთვის კვლავ ლოდინი მოუწევთ, ვინაიდან უცნობია, ჩატარდება თუ არა უფრო მაღალი სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდა უფროსი სპეცმასწავლებლებისთვისაც.