სვერის საჯარო სკოლაში პროექტ „თსუ დესპანი-2018“- ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
20-02-2018
19 თებერვალს სვერის საჯარო სკოლაში პროექტ ’’თსუ დესპანი-2018“- ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაკალავრიატის და დოქტურანტურის სტუდენტებმა , გოგა ცუცქირიძემ და ეკა ცუცქირიძემ მშობლიურ სოფელ სვერის საჯარო სკოლის, მე-9, მე- 10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს .

სტუდენტები მოსწავლეებს სხვადსხვა პროფესიის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ  ესაუბრნენ. სვერის საჯარო სკოლას თსუ-ისგან მადლობის სიგელი(რექტორისა და სტუდენტების ხელმოწერით) და გზამკვლევი გადაეცა. 

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს ,რომ ინფორმაცია, რომელიც, პროექტის ფარგლებში მიიღეს ნამდვილად დაეხმარება მათ უმაღლესი განათლების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და პროფესიის გააზრებულად არჩევაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203