ქართული ენის კლუბი განძის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს
20-02-2018
განძის N1 საჯარო სკოლაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს ქართული ენის კლუბი. კლუბი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა და დღემდე აგრძელებს თავის საქმიანობას.

კლუბის მეურვე ამავე პროგრამის ტრენერ-კონსულტანტი, მაკა ანთაძეა. 
 
ქართული ენის კლუბის მისიას სახელმწიფო ენის სწავლება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, კონკურსები, გაცვლითი პროგრამები და საზაფხულო ბანაკები. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ქვეყანათმცოდნეობის საკითხებს.მოსწავლეები აქტიურად დადიან ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე, ასევე იმართება სპექტაკლები ქართულ ენაზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203