განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, სკოლებში ზამთრის არდადეგები მოსალოდნელზე ერთი დღით ადრე - 28 დეკემბრიდან იწყება; ეს ნიშნავს, რომ 29 დეკემბერს მოსწავლეები სკოლაში უკვე აღარ მივლენ, თუმცა საინტერესოა, ახალი ბრძანებიდან გამომდინარე, შეიცვალა თუ არა სემესტრული ნიშნის დაწერის თარიღი.
ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ელექტრონულ ჟურნალში გარკვეული ფუნქციონალის გააქტიურებას ელოდებიან და მომდევნო კვირაში დეტალები უკვე ცნობილი იქნება პედაგოგებისთვის - მათ ინსტრუქცია გადაეგზავნებათ; თუმცა ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ იქიდან გამომდინარე, 28 დეკემბერი სემესტრის ბოლო დღეა - პედაგოგებს ნიშნების წერის საშულებაც მხოლოდ 28 დეკემბრის ჩათვლით ექნებათ.
იხილეთ: 28 დეკემბერი სწავლის ბოლო დღეა - სკოლებში საახალწლო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა