თუ სემესტრული ნიშანი არასწორია... - „ემისი“ ახალ ინსტრუქციას ავრცელებს
26-12-2021

თუ მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში არასწორად აქვს დათ ვლილი სემესტრული შეფასება, უნდა გადამოწმდეს შემდეგი 3 პირობა, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მოსწავლის სემესტრული შეფასების გამოთვლაზე:

ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება: თუ მოსწავლეს უფიქსირდება (არ აქვს მნიშვნელობა რომელ სწავლების ტიპზე იყო, დისტანციურზე თუ დასწრებულზე, უნდა მოხდეს ყველა მათგანში გადამოწმება) შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება სისტემაში ფიქსირდება 0 ქულით.

ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა: თუ მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა ელექტრონული ჟურნალი აღნიშნულ შეუფასებელ შემაჯამებელი დავალების აღდგენას სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს ანგარიშობს შეფასებით 0 და აღნიშნული იღებს მონაწილეობას შეფასების გამოთვლისას.

ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს შეუფასებელი გამოცდა: მოსწავლის სემესტრული შეფასების გამოთვლაში მონაწილეობას იღებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამოცდები, შესაბამისად, თუ მოსწავლეზე ჩანიშნულია აღნიშნული ტიპის გამოცდა, სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს სისტემა გაითვალისწინებს მოსწავლეზე დაფიქსირებულ გამოცდის შეფასებასაც.

დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203