წამყვანისა და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა 2022 წელს პირველად ჩატარდება. უფროს და წამყვან მასწავლებლებს ორწლიანი ლოდინის შემდეგ სტატუსის ამაღლების საშუალება მიეცემათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო ლიტერატურის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. გაეცანით, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საგამოცდო საკითხებს:
როგორც ხედავთ, საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი ვრცელია. მასწავლებლებს ზაფხულამდე სხვადასხვა წიგნის 4000-ზე მეტი გვერდისა და გარემოსდაცვით თემაზე ინტერნეტ რესურსების დასწავლა მოუწევთ.
პედაგოგები ითხოვენ საგამოცდო მასალა ერთ წიგნად გამოიცეს, რათა თითოეულ მასწავლებელს მარტივად მიუწვდებოდეს ხელი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ყველა დამხმარე რესურსი აიტვირთა ბმულზე. პედაგოგებს კი ლიტერატურის ამობეჭდვა და ერთ წიგნად აკინძვა თავად შეუძლიათ.
იხილეთ საგამოცდო პროგრამა