„გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეში“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში გენდერულ თანასწორობაზე იმსჯელეს
ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში კონფერენცია თემაზე: "გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეში" ჩატარდა. მასში IX-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია მოამზადა და ჩაატარა სკოლის ჰუმანიტარულმა კათედრამ ( პედაგოგები თამარ გოგიტიძე, ნაზი ცინცაძე) სადაც წარმოდგენილი იყო 14 ნამუშევარი.
კონფერენცია გახსნა და გენდერულ თანასწორობაზე ილაპარაკა ლიდერობის აკადემია „2 მოდული 6-ის“ (თანასწორობის საკითხები) მონაწილემ, სკოლის ფასილიტატორმა ია ემინაძემ.
საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ ევა გვანცელაძე, ნინი ქათამაძე, მიხეილ მორალიშვილი, ციალა ხაბაზი, გვანცა დედოფალიძე, ნანი ფიფია, მარი ცეცხლაძ, ელენე ნიჟარაძე, გიორგი ქათამაძე, თამუნა ზოიძე, ნანა გოგუა, თემურ შაქარიშვილი, საბა მეგრელიძე.....
კონფერენციის დასასრულს პედაგოგმა, თამარ გოგიტიძემ მისი შეფასება და შეჯამება მოახდინა. გააკეთა ანალიზი და დასკვნები, თუ როგორ ესმით XXI საუკუნის ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა.
სკოლის დირექტორმა, ნარგიზ ბაღიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებაში, მოსწავლეთა აქტიურობისათვის.
იხილეთ ფოტოები