საუკეთესო დელეგატის წოდება ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიკა ნოღაიდელმა მოიპოვა
ლიკა ნოღაიდელი ციხისძირის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. მან ევროპის ახალგაზრდული ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო დელეგატის წოდებაც მოიპოვა.
პროექტი „ნატოს სამიტი, გამოწვევები და მოლოდინი“ თბილისის შავი ზღვის უნივერსიტეტში განხორციელდა.
სკოლის დირექცია ულოცავს ლიკას მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები