28 დეკემბრიდან საჯარო სკოლებში არდადეგები იწყება. მოსწავლეებს 17 იანვრამდე ითხოვენ და აქედან გამომდინარე, პედაგოგებს მხოლოდ ერთი დღე რჩებათ იმისთვის, სემესტრი დახურონ და ყველაფერი მოაწესრიგონ. რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა არდადეგებამდე დარჩენილ 24 საათში იმისთვის, რომ პირველი სემესტრი წარმატებით დაასრულონ?
პირველ რიგში ჟურნალში ნიშნები უნდა გადაამოწმონ და შეიტანონ შეფასება; ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-5 კლასში განმავითარებელი შეფასებაც უნდა დაიწეროს;
მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასწრების გადამოწმება - შეიძლება რომელიმე მოსწავლეს ზედმეტი გაცდენა ჰქონდეს, რაც მას სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე დააყენებს;
აქვე აუცილებელია შემაჯამებლებში ჩაწერილი ნიშნების გადამოწმება და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა შემოწმდეს სემესტრული ნიშანი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის ღილაკით მოხდეს მისი ჩასწორება.